თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი მოქალაქეების მიღებას განაგრძობს.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ინდივიდუალურ ფორმატში წარიმართა, თამარ ტალიაშვილი მოქალაქეების პრობლემებს გაეცნო, კონსულტაცია გაუწია და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
,,განათლებისა და კულტურის კომისია დიდ დროს უთმობს საზოგადოებასთან ურთიერთობას, მოსახლეობისგან ვიღებთ ინიციატივებსა და იდეებს, საჭიროებებსა და პრობლემებს, რომელთა ანალიზი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ პრიორიტეტები და დავგეგმოთ საინტერესო და ეფექტური პროექტები,’’-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.