თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი გერმანელ კინორეჟისორს შტეფან ტოლცს შეხვდა. შეხვედრაზე უახლოეს შემოქმედებით გეგმებზე ისაუბრეს. მათ შორის, გერმანულ-ქართული საქმიანი ურთიერთობის პერსპექტივაზე.
შტეფან ტოლცი თბილისის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. ის 2008 წლიდან ცხოვრობს საქართველოში და ორმაგი მოქალაქეობის სტატუსით სარგებლობს. ტოლცი დოკუმენტური ფილმების საპროდიუსერო კომპანიის Filmpunkt-ის თანამფლობელია. გადაღებული აქვს 20-ზე მეტი ფილმი.