თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიისა და განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ამავე სამსახურის თანამშრომლის გიორგი ებანოიძის დანიშვნის საკითხიო განიხილეს. როგორც ცნობილია, ამ სამსახურის ყოფილი უფროსი ალექსანდრე ტოგონიძე თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელეს. მათ შორის, "დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანასა და თბილისში სხვადასხვა მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამტკიცების საკითხები განიხილეს.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის და განათლებისა და კულტურის კომისიების მიერ განხილულ საკითხებს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებენ.