თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე უძღვებოდა. სარევიზიო კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
სხდომაზე, კომისიის წევრებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, დედაქალაქის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის N19-118 დადგენილებაში ცვლილებების შესახებ იმსჯელეს. სხდომაზე, ცნობად მიიღეს საკითხი დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვის შესახებ. აღნიშნული საკითხები კომისიის წევრებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ გააცნო.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე ააიპ „ეროვნული სკრინინგ-ცენტრი“-ს მიერ 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალები განიხილეს და თბილისის მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“-ს მიერ 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზე იმსჯელეს.
განხილვის შემდეგ, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ სარევიზიო შემოწმებებიდან გამომდინარე შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა, რომლებიც ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნებს შეეხებოდა.