თბილისის საკრებულოში სარევიზიო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ახვლედიანი უძღვებოდა.
კომისიის სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
ა(ა)იპ თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯის მიერ 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
ასევე, ა(ა)იპ თბილისის მერიის ა.მიზანდარის სახელობის N1 ხელოვნების სკოლის მიერ 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის სარევიზიო შემოწმების მასალებზე იმსჯელეს.
კომისიის სხდომას, სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯისა და ა.მიზანდარის სახელობის N1 ხელოვნების სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესვე, სარევიზიო კომისიის სხდომაზე, კომისიის 2023 წლის სამუშაო გეგმა დაამტკიცეს და კომისიის 2022 წლის 6 თვის მუშაობის შესახებ ანგარიში განიხილეს.