თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ა(ა)იპ ,,თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი“-ს დირექტორმა გოჩა მინდიაშვილმა, თავშესაფრის მუშაობის 9 თვის ანგარიში წარმოადგინა.
კომისიის სხდომას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე უძღვებოდა.
თავშესაფრის დირექტორმა კომისიის წევრებს დაწესებულების ფუნქციონირების, ბენეფიციართა როტაციის, მათთვის გამოყოფილი სოციალური სერვისების აღსრულებისა სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ვრცელ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლა სულ 181 -მა მიუსაფარმა პირმა. მათგან, 64 ქალია, ხოლო 117 მამაკაცი.
ამჟამად ლილოს თავშესაფარში ირიცხება 106 ბენეფიციარი. მათგან 47 ქალი და 59 მამაკაცი.
„საანგარიშო პერიოდში თავშესაფარში ჩაირიცხა 80 ახალი ბენეფიციარი. მათგან განმეორებით ჩაირიცხა 30. მათ შორის: მეორედ - 19; მესამედ - 3; მეოთხედ - 5; მეხუთედ - 2; მეცხრედ - 1 ბენეფიციარი. თავშესაფარში ცხოვრების ვადა გაუგრძელდა 31 ბენეფიციარს.
საანგარიშო პერიოდში თავშესაფრიდან სხვა და სხვა მიზეზით ამოირიცხა 78 ბენეფიციარი; ქალი - 16; კაცი - 62.
საანგარიშო პერიოდში, ლილოს მიუსაფარ პირთა თავშესაფარში ირიცხებოდა 25 შშმ პირი და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე 12 ბენეფიციარი. ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ აღრიცხვაზე მყოფი 11 და ნასამართლევი 29 ბენეფიციარი“, - ნათქვამია ანგარიშში.
გოჩა მინდიაშვილის ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს“, პირდაპირი განკარგვის წესით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 2022 წლიდან დღემდე გადაეცა 88 ერთეული ინდივიდუალური საცხოვრისი. ხელშეკრულება კი 78 ოჯახთან გაფორმდა.
კომისიის სხდომაზე, თავშესაფრის დირექტორმა, კომისიის წევრებს ინფორმაცია ბენეფიციართა კვებით უზრუნველყოფასა და სანიტარულ - ჰიგინური მომსახურებაზეც მიაწოდა.
ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ინფორმაციას ვარკეთილის, ორხევის, დიდი დიღმისა და სხვადასხვა ლოკაციაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისებთან დაკავშირებით.
თავშესაფრის დირექტორმა ანგარიშის წარდგენისას ასევე ისაუბრა საანგარიშო პერიოდში სოციალური მუშაკების მიერ განხორციელებულ სოციალურ და ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე, ბენეფიციართა დასაქმების საკითხებზე. სოციალურ საცხოვრისებში გამოკვეთილ სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებზე: იძულებით გადაადგილებულ პირებზე, შშმ პირებზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებზე, ხანდაზმულებსა და არასრულწლოვანებზე.
ანგარიშის მოსმენას დედაქალაქის მერიის წარმომადგენელი ნინო ლომინაძე ესწრებოდა.
ზურაბ ჩიკვილაძემ, ანა კაკაბაძემ, ლევან აბაშიძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინეს
ოქტომბერი 24,2023„გაფანტული სკლეროზის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები და კვლევები თანამოქალაქეებს სრულად აუნაზღაურდებათ“
სექტემბერი 20,2023კომისიის სხდომაზე „სახსრების ენდოპროთეზირების ქვეპროგრამის განხორციელების წესი“ განიხილეს
აგვისტო 24,2023