თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა.
დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქოს სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტი წარადგინა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტის მოცულობა 209 684,9 ათასი ლარით იზრდება და 2 192,862.9 ათას ლარს შეადგენს.
კომისიის სხდომაზე ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელს თამარ ბერუაშვილს მოუსმინეს,რომელმაც სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №50-98 დადგენილებაში ცვლილება გააცნო კომისიის წევრებს. ცვლილების მიზანი, 100 წელს მიღწეული მოქალაქეებისათვის განსაზღვრული ფულადი დახმარების ოდენობის გაზრდა და ქვეპროგრამის მოსარგებლედ განსაზღვრის კრიტერიუმების დაზუსტებაა. წესის მოქმედი რედაქციის მიხედვით, 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ფულადი დახმარება განსაზღვრულია 1000 ლარის ოდენობით, ხოლო წარმოდგენილი პროექტით, ფულადი დახმარება განისაზღვრება 10 000 (ათი ათასი) ლარით.
აღნიშნული საკითხების გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა სერგო ბირკაძემ რამდენიმე მისამართზე არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხები წარადგინა. კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტს თანხმობა მისცეს.
კომისიის სხდომაზე სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენელს ნინო ბაგაშვილს მოუსმინეს, რომელმაც სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“ თბილისის საკრებულოს განკარგულების პროექტი წარადგინა.
ბაგაშვილმა კომისიის წევრებს „სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მანვე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შედგენილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებზე განხორციელებულ გადახდებზე გასატარებელი რიგი ღონისძიების შესახებ“ თბილისის საკრებულოს შესაბამის განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ისაუბრა და ასევე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-47 დადგენილებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენელმა „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტები გააცნო კომისიის წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის რეორგანიზაციის შესახებ“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის თაობაზე.„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ“ საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს და თანხმობა მისცეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2018 წლის 16 იანვრის N10-26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის წარადგინა.