თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა. მისი ინფორმაციით, თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა განისაზღვრა 1 877,892,3 ათასი ლარით, ფაქტიურმა შესრულებამ 1 989,330,5 ათასი ლარი შეადგინა ანუ გეგმის 105.9%.
გასული წლის ბიუჯეტის შესრულებაზე ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, კომისიის წევრებმა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება განიხილეს, რომელიც მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნუგზარ ჭონქაძემ წარადგინა. კომისიის სხდომაზე მოუსმინეს ასევე მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსს გოგი ჩიქოვანს, რომელმაც თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი და მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები გააცნო კომისიის წევრებს.
აღნიშნული საკითხების გარდა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილები განიხილეს, რომელიც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა სერგო ბირკაძემ და შპს ჰერმესის იურიდიული განყოფილების უფროსმა დავით ლინჩიკმა წარადგინეს.
სერგო ბირკაძემ კომისიის სხდომაზე რამდენიმე დადგენილებაში ცვლილებები წარადგინა: თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნება-გაჯანსაღების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (მიწა) გაცვლის ფორმით პრივატიზების სპეციალური წესისა და სხვა რიგი ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე დადგენილების პროექტი. მან კომისიის წევრებს რამდენიმე მისამართზე მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები გააცნო.
სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ნინო ბაგაშვილმა თბილისში, გლდანის რაიონში; ქალაქი თბილისი, ნიკო კეცხოველის N58-ში არსებული, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე სამშენებლო განვითარების დასაშვებობის საკითხის შეთანხმების თაობაზე განკარგულების პროექტი წარადგინა. მან ასევე „კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით, რამდენიმე მისამართზე მდებარე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე განკარგულების პროექტები გააცნო საკრებულოს წევრებს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისა და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისათვის გასატარებელი ღონისძიებების საკითხის შეთანხმების თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტის წარადგინა.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.