თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ გორდულაძე უძღვებოდა. კომისიის სხდომაზე თბილისის საკრებულოს კომისიათა შემადგენლობის ცვლილებები და მიმდინარე საკითხები განიხილეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას წარედგინა ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ოთარ გრიგოლიას წერილი, რომლის მიხედვითაც ფრაქციის წევრი გურამ ოქროპირიძე სატრანსპორტო საკითხთა კომისიას დატოვებს და განათლებისა და კულტურის კომისიაში გაწევრიანდება. ასევე ფრაქციის წევრი ირაკლი ხელაძე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიიდან სარევიზიო კომისიაში გადადის.
გარდა აღნიშნული ცვლილებებისა, საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიას ტოვებს და სარევიზიო კომისიაში გადადის. ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრი ბარბარა ჯიმელი სულაშვილი სატრანსპორტო საკითხთა კომისიიდან გადადის განათლებისა და კულტურის კომისიაში. ფრაქციის წევრი ირაკლი ეძგვერაძე კი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას დატოვებს და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში გაწევრიანდება.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას წერილით მიმართა საკრებულოს უფრაქციო წევრმა თორნიკე ბიკაშვილმა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის შემადგენლობის დატოვებისა და საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის შემადგენლობაში გაწევრიანების თაობაზე.
არჩილ გორდულაძემ კომისიის წევრებს გააცნო ასევე საკრებულოს წევრების ნინო კვიტაიშვილისა და გიორგი ონიანის ცნობა მათ მიერ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრებმა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარდგენილი კომისიათა შემადგენლობის ცვლილებების საკითხი ცნობად მიიღეს.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
ოქტომბერი 04,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა
სექტემბერი 13,2024იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომაზე კომისიათა პერსონალური შემადგენლობების ცვლილებები განიხილეს
სექტემბერი 12,2024