თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის გამო არა მხოლოდ ცალკეული პიროვნებების, არამედ „ქართული ოცნების“ მთელი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
ირაკლი ნადირაძის განცხადებით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ მხოლოდ ფრაქციის ფორმატში თბილისის მერიის ცალკეული სამსახურის უფროსების დაბარება და მოსმენა საკმარისი არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს საკრებულოს თავმჯდომარეს და ითხოვს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას, რომელზეც თბილისის მერი კახა კალაძე და თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულ მოძრაობაზე პასუხისმგებელი ყველა პირი იქნება მოწვეული. ირაკლი ნადირაძის თქმით, მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.