თბილისის საკრებულოში ფრაქციის "ნაციონალურ მოძრაობა" გაფართოებულ სხდომაზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ თორდინავას, სააგენტოს წარმომადგენლებსა და დედაქალაქის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას მოუსმინეს.
სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა შეკითხვები ბაგა-ბაღებში ჯგუფების გადატვირთულობის, პედაგოგთა ხელფასების მომატების, ბაღებში საკვები ნარჩენების მართვის და ჩატარებული ტენდერების მიმართულებით დასვეს, რაზეც თემურ თორდინავამ და სააგენტო წარმომადგენლებმა უპასუხეს.
სააგენტოს უფროსმა ტენდერების გამჭვირვალობასა და ხელფასების მატებაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, 2016 წელს ბაღების პედაგოგების ხელფასების ზრდა იგეგმება, რისთვისაც ბიუჯეტში 3,6 მლნ ლარია გათვალისწინებული.
რაც შეეხება ბაგა-ბაღებში ჯგუფების გადატვირთულობის თემას, თორდინავას თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით, საბავშვო ბაღებში 80-მდე ახალი ჯგუფი შეიქმნა, რამდენიმე დახურული ბაღი გარემონტდა, ასევე მოხდა იმ შენობების დემონტაჟი, რომლებიც რეაბილიტაციას ვერ დაექვემდებარა. მისივე განცხადებით, მომავალ წელს 10 ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება.
მანვე სხდომაზე ბაგა-ბაღებში კვების მენიუს მრავალფეროვანებას და კალორიულობაზე ისაუბრა.
შეხვედრას საინტერესო და პროდუქტიული ფრაქციის "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა" თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ უწოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ ზოგიერთ დასმულ შეკითხვაზე მათ ამომწურავი პასუხი ვერ მიიღეს.
დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ახალმა უფროსმა ირაკლი გვილავამ ისაუბრა და ამასთან, მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016