დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ წევრმა თემურ გრიგალაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც დეპუტატმა ისნის რაიონის გამგეობის სარევიზიო აქტი წარმოადგინა.
დეპუტატის განცხადებით, აღნიშნულ აქტი 2014 წლის 10 ოქტომბრით თარიღდება და პოსკრიპტუმის სახით დართული აქვს მინაწერი, რომელსაც ხელს გამგეობის აპარატის უფროსი აწერს.
„ჩემს მიერ წარმოდგენილ აქტში საუბარია იმაზე, რომ „აღნიშნული შემოწმება-ანალიზის მასალები გაეცნო აქტში მითითებულ პირებს, რომლებსაც რაიმე პრეტენზია დღემდე არ წარმოუდგენიათ.
მინდა აღვნიშნო, რომ ეს მინაწერი არის უკანონო და ყალბი ინფორმაციის შემცველი. ნახსენებ პირებს აქტის გაცნობის საშუალება, ჩვენს მიერ საკითხის აქტუალიზაციის შემდგომ, მხოლოდ გასულ კვირას მიეცათ და არა 2014 წლის ნოემბერში, ისე როგორც მინაწერშია მითითებული.
ასევე აღსანიშნავია, რომ სარევიზიო კომისიაში წარმოდგენილ და გასულ კვირას გაგზავნილ აქტებს შორის განსხვავებაა. ანუ, ამ უკანასკნელიდან ყალბი მინაწერი ამოღებულია, რაც ნათლად ადასტურებს დოკუმენტის სიყალბეს.
გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ყალბი და უკანონო მინაწერის ავტორი, რომელმაც გამოცხადებულ კონკურსზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა და ჩაიჭრა, დღესაც მუშაობს გამგეობის აპარატის თანამდებობაზე.
ყალბი მინაწერი ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზეწოლას ახორციელებდნენ ისნის რაიონის გამგეობის თანამშრომლებზე, რათა მათ საკუთარი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინათ საკუთარი თანამდებობები. ამ ზეწოლის დამამტკიცებელი აუდიო ჩანაწერები მასმედიის საშუალებითაც გავრცელდა.
აღსანიშნავია სარევიზიო კომისიის არაკომპეტენტურობაც. მათ არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ სარევიზიო აქტზე გაკეთებულ უკანონო მინაწერზე. უფრო მეტიც, აქტი წარმოდგენილ იქნა განხილვაზე.
შევახსენებ სარევიზიო კომისიას, რომ სარევიზიო აქტი არ განეკუთვნება ეპისტოლარულ ჟანრს და აქედან გამომდინარე, არანაირი პოსკრიპტუმის დართვას არ ითვალისწინებს.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან ისნის გამგეობის აპარატის უფროსი, ხოლო შესაბამისმა ორგანოებმა გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი, რათა დადგინდეს თუ რა მიზნით გაკეთდა ყალბი მინაწერი ოფიციალურ დოკუმენტზე და ხომ არ აქვს აღნიშნულთან შემხებლობა სხვა მაღალი თანამდებობის პირებს“-განაცხადა თემურ გრიგალაშილმა.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016