დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის წევრებმა“, თემურ გრიგალაშვილმა და ირაკლი ნადირაძემ, თბილისის მერიაში მიმდინარე მოვლენებთან, კერძოდ ინფრასტრუქტრულ საკითხებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ წევრების განცხადებით, დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ქმედითუნარიანი ნაბიჯები არ იდგმება.
„ვინაიდან დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით, არ იდგმება ქმედითუნარიანი ნაბიჯები, მოვითხოვთ თანამდებობიდან გადაყენებულ იქნეს თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური გამარტივებული წესით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, აფორმებდა ხელშეკრულებებს ცალკეულ კომპანიებთან და შედეგად მივიღეთ ის, რომ უკვე დღეს, თბილისის მერიამ 1მლნ 300 ათასი ლარის ღირებულების უხარისოდ ჩატარებული სამუშაო ჩაიბარა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ დღესვე გადავაგზავნით საჭირო დოკუმენტაციას საქართველოს პროკურატურაში, რათა დაიწყოს გამოძიება და სათანადოდ დაისაჯოს ყველა ის პირი, ვისაც აღნიშნულთან აქვს შეხება“-განაცხადეს დეპუტატებმა.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016