საგზაო სამუშაოები - კორუფციისა და გულგრილობის გამო თბილისელებისთვის შექმნილი პრობლემები მიუხედავად თბილისის მერიაში ყოფნის მცირე პერიოდისა, დავით ნარმანიამ და ,,ქართულმა ოცნებამ" უკვე შეძლეს მრავალი საეჭვო, კორუფციული გარიგების გაფორმება, რაც ზოგადად სახელმწიფოში არსებული ტენდენციის პირდაპირი გაგრძელებაა. ამ მხრივ გამოსაყოფია საგზაო სამუშაოების წარმოებისას თბილისის მთავრობის მიერ გამოვლენილი კორუფციული ტენდენციურობა, არაპროფესიონალიზმი და უუნარობა.
თბილისის მერიაში მოსვლის შემდეგ თბილისის მთავრობამ საგზაო სამუშაოებზე ტენდერის გზით გააფორმა მხოლოდ 26 ხელშეკრულება (24 ტენდერი ხვადასხვა, მათ შორის სუბიექტური, მიზეზების გამო ჩაიშალა), ხოლო ერთ პირთან მოლაპარაკებით ანუ კონკურსის გარეშე 19 კონტრაქტი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ტენდერის (ანუ კონკურენტული ვაჭრობის) გარეშე ხელშეკრულების გაფორმების გამო თბილისის ბიუჯეტიდან ზედმეტად იფლანგება ასეულობით ათასი ლარი. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ კომპანიებზე ჯამურად ავანსის სახით გაცემული 6 მილიონამდე ლარი, ხოლო სამუშაოების უმრავლესობის დასრულება ვერ ხერხდება. ამის ნათელი მაგალითი საზოგადოებას ვანის და ჭიაურელის ქუჩებზე შარშან უკვე წარვუდგინეთ.
ახლა ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ისნის რაიონში, მარცხენა სანაპიროს (მეტეხის გვირაბიდან „სოკარი“-ს ოფისამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. ამ სამუშაოების წარმოებაზე ხელშეკრულება კომპანია ,,გზამშენი 4"-თამ გაფორმდა 2014 წლის 12 ნოემბერს საერთო ღირებულებით 477 905 ლარი. საყურადღებოა, რომ კომპანიამ 27 ნოემბერს ავანსად მიიღო 238 952 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები 2015 წლის 12 იანვრამდე უნდა დასრულებულიყო, ის დღემდე სანახევროდააა შესრულებული.
დღეს მარცხენა სანაპიროზე შეჩერებული საგზაო სამუშაოები საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ პრობლემა სისტემური ხასიათისაა, დავით ნარმანიას უუნარო მენეჯმენტის გამო (ხშირად მიზანმიმართულად კორუფციული ინტერესებისთვის, ზოგჯერ მისი თანამშრომლების დაბალი პროფესიონალიზმის გამო) უმიზნოდ იფლაგება საბიუჯეტო სახსრები, არ სრულდება სამუშაოები, შესრულებული სამუშაოები ხშირ შემთხვევაში არის უხარისხო და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას თბილისის მერი ვერ გრძნობს. პასუხი ნათელია, თბილისის მერი, ისევე როგორს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მერიაშიც აგრძელებს ზრუნვას მასთან და ,,ქართულ ოცნებასთან" მჭიდრო კავშირში მყოფი კომპანიებისთვის (მაგ: შპს ,,ცეკური", რომლის მფლობელი უმრავლესობის დეპუტატი სერგო ხაბულიანია. ამ კოპანიასთან ტენდერის გარეშე გაფორმდა 4 კონტრაქტი, ჯამური ღირებულებით 2 150 000 ლარი, საიდანაც კომპანიამ ავანსად უკვე მიიღო, 1 071 000 ლარი) ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, ისე რომ შესასრულებელი სამუშაოები და მათი ხარისხი არავის აინტერესებს.