თბილისის საკრებულოში, ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფორმატში, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაზე გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის „სითი ინსტიტუტ საქართველო“ -ს გენერალურმა დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ და ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ დოკუმენტის პროექტი დეტალურად წარადგინეს და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს.
პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც პროექტის ავტორებმა, ფრაქციის წევრების, დარგის ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს.
„დავრწმუნდი, რომ წარმოდგენილი გენგეგმა სწორედ ის დოკუმენტია, რომელიც ქალაქს გამოადგება. ვურჩევ მერიას აღნიშნული დოკუმენტი ფართო განხილვის საგნად აქციოს და მხოლოდ რამდენიმე ექსპერტის იმედზე ნუ იქნებიან“, - განაცხადა შეხვედრის ბოლოს, ფრაქციის წევრმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.