თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორების გათავისუფლებული მოადგილეები დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების თავმჯდომარეებს, სევდია უგრეხელიძეს და ირაკლი აბესაძეს შეხვდნენ და სამსახურებიდან გათავისუფლების თაობაზე მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამართლიანობის აღდგენის მიზნით მათ სასამართლოს უკვე მიმართეს.
თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ პედაგოგების სამსახურებიდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არაკანონიერია და შესაბამისად, ყველა გათავისუფლებულ თანამშრომელს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
დღესვე ირაკლი აბესაძე თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას პასუხისმგებლობის საკითხის დასმის ინიციატივით გამოვიდა.