დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ და ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-თბილისი" წევრმა ირაკლი ნადირაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
როგორც სევდია უგრეხელიძემ განაცხადა, თბილისის ბაგა-ბაღები ახალი სასწავლო წლისთვის მზად არ არიან.
მისივე თქმით, ბიუჯეტის ახალი ვარიანტის მიხედვით, მუნიციპალურ ბაღებში ადგილების მატების ნაცვლად კლება ფიქსირდება.
"ამას კიდევ ერთი პრობლემა ემატება. ახალი კანონის შესაბამისად, 15 სექტემბრის შემდგომ დაბადებული ბავშვები სკოლის გარეთ რჩებიან. ამ ბავშვების საბავშვო ბაღში დატოვება კი ადგილების დეფიციტს გაზრდის", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, დღეისათვის თბილისის მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში 53 000 ბავშვი დადის, თუმცა, მსურველთა რიცხვი გაცილებით დიდია.
ბაგა-ბაღებში ადგილების რაოდენობის შემცირება დეპუტატმა ბაღების სააგენტოს არასწორი პოლიტიკით ახსნა.
ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივისთვის მხადაჭერისკენ მოუწოდა.
"ჩვენი ინიციატივით, ბაღების გარეთ დარჩენილ ბავშვებს შესაბამისი ვაუჩერი უნდა მიეცეთ. ეს კი მშობელს თანხის დამატების შემთხვევაში, ბავშვის კერძო ბაღში მიყვანის შესაძლებლობას მისცემს", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016