თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა - თბილისი“ თავმჯდომარეებმა სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები წარმოადგინეს.
საკრებულოს წევრებმა ბრიფინგზე დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტისთვის მოკლებული 47 მილიონი ლარის ბიუჯეტში დამატების თაობაზე საკუთარი ხედვები წარმოადგინეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული თანხა მერიის სისტემაში მომუშავე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასების 20%- იან მატებას, მრავალსართულიანი ავტოსადგომების მშენებლობას და სოციალურად დაუცველებისთვის, სტუდენტებისთვის და პენსიონერებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო სარგებლობას უნდა მოხმარდეს. მათივე თქმით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი არ არის თბილისელების პრობლემებზე ორიენტირებული და ისინი საკუთარ შენიშვნებს საკრებულოს სხდომაზე კიდევ ერთხელ წარმოადგენენ.