თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ და ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარეებმა სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი აბესაძემ საკრებულოში ბრიფინგი გამართეს.
როგორც სევდია უგრეხელიძემ აღნიშნა, დადგა კანონით დადგენილი დრო, როდესაც დედაქალაქის მთავრობამ საკრებულოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი უნდა წარმოუდგინოს.
მისი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას წერილით მიმართავენ და იმ კონსტრუქციულ წინადადებებს სთავაზობენ, რაც მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი.
ბრიფინგზე ირაკლი აბესაძემ სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემატიკის, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით განსახორციელებელ კონკრეტულ პროგრამებზე ისაუბრა.
კერძოდ, დეპუტატი, პირველ რიგში, საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის, ავტობუსის მძღოლებისთვის, მუშებისა და დამსუფთავებლებისთვის და ათასობით იმ ადამიანისთვის, ვინც ქალაქისთვის მნიშვნელოვანი სერვისების მიწოდებას ყოველდღიურად ახორცილელებენ, ბიუჯეტში ხელფასების მინიმუმ 20 %-იანი ზრდის ინიციატივით გამოვიდა.
ირაკლი აბესაძემ სოციალურად დაუცველებისთვის, პენსიონერებისთვის, სკოლის პედაგოგებისთვის და სტუდენტებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის აუცილებლობაზე ისაუბრა და იმ კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც ქალაქში საცობების განტვირთვისა და ზოგადად, გაადგილების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი.
დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი თბილისის საკრებულოს განსახილველად 15 ნოემბერს უნდა წარედგინოს.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016