თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ და "ნაციონალური მოძრაობა-თბილისი" თავმჯდომარეებმა დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.
როგორც სევდია უგრეხელიძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ბიუჯეტის პროექტის საკომისიო განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ, რადგან უმრავლესობამ მათი შეთავაზება კომისიის სხდომების გონივრულ ვადაში ჩატარების თაობაზე არ გაითვალისწინა.
წარმოდგენილ ბიუჯეტთან მიმართებაში საკუთარი პოზიცია ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-თბილისი" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ დააფიქსირა.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ, რადგან დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული არ არის.
დეპუტატის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტით თბილისის მერია წინა წლებთან შედარებით პრიორიტეტული მიმართულებების დაფინანსებას ამცირებს.
"სამწუხაროდ, ჩვენი წინადადებები, მათ შორის, ავტობუსის მძღოლებისთვის, მეეზოვეებისა და სხვა ადამიანებისთვის ხელფასების ზრდის თაობაზე არ იქნა გათვალისწინებული’’,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ და აღნიშნა, რომ 816-მილიონიანი ბიუჯეტის რეალური განხილვისთვის ვადები არსაკმარისია და ამასთან დაკავშირებით საკუთარ უარყოფით დამოკიდებულებას "ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლები დედაქალაქის მერსა და უმრავლესობას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე წარმოუდგენენ.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016