თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ ბრიფინგი გამართა.
დეპუტატმა დედაქალაქის მთავრობაში ბოლო დროს მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და დედაქალაქის მერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ანგარიშის ჩაბარებისაკენ მოუწოდა.
როგორც სევდია უგრეხელიძემ აღნიშნა, არსებობს ბევრი კითხვა, რომელსაც პასუხი დავით ნარმანიამ უნდა გასცეს. მათ შორის, დედაქალაქის გზებსა და საცობებზე, ასევე იმ პირებზე, რომლებმაც თანამდებობები დატოვეს.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის თქმით, აუცილებელია თბილისის მთავრობა მთლიანად შეიცვალოს და მოვიდეს ისეთი გუნდი, რომელიც კონსტრუქციულად იმაშავებს.