თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების თავმჯდომარეებმა სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი აბესაძემ ბრიფინგი გამართეს, სადაც მერია ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს.
,,საქართველო მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, ამ დროს კი თბილისის მთავრობა სრულიად არაადეკვატურად იქცევა. იმ ფონზე, როდესაც ცენტრალური ხელისუფლება ქამრების შემოჭერაზე საუბრობს, მერია ამცირებს ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ეკონომიკური განვითარების ზრდას შეუწყობს ხელს. მაგალითად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა შარშანდელთან შედარებით ორჯერაა შემცირებული. გარდა ამისა რომელი ქამრების შემოჭერაზეა საუბარი, როდესაც დღეს ბიუროზე გადის საკითხი ბაღების სააგენტოსთვის 3 ძვირადღირებული ავტომანქანის შეძენის თაობაზე, რომლის ღირებულება 100 ათას ლარს შეადგენს. ასევე 580 ათასი ლარია გამოყოფოლი სარეკლამო დროის შესყიდვაზე. ანუ გამოდის, რომ ის საკითხები რომლებიც მნიშვნელოვანია მათი პიარისათვის და რეიტინგისთვის, არ ნიშნავს არამიზნობრივ ხარჯებს“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
,,ნათელია, რომ ნარმანია ახლაც არაადეკვატურია იმ პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე, რაც დედქალაქში დგას. კანცელარიის შენობის განათებაზე კომპანიისთვის ავანსად 331 ათასი ლარია გადახდილი, ხოლო დღეს დიდი ალბათობით საკრებულოს უმრავლესობა ხმას მიცემს გულუას ქუჩაზე მდებარე შშს შენობის განათებაზე დახარჯოს 340 ათასი ლარი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩინოვნიკების სამუშაო ადგილების კეთილმოწყობასა და ფუფუნებაზე ზრუნვა. ამიტომ მოვუწოდებთ ნარმანიას შეცვალოს ინსტრუქცია, რადგან დღეს ქალაქში ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები დგას, ვიდრე მსგავსი ტიპის ხარჯების გაწევა“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016