თბილისის საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკოლოზ ვაცეიშვილმა გრიგოლ ორბელიანისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული პროექტი არ ეფუძნება ერთიან ქალაქგეგმარებით კონცეფციას და ზედაპირული რესტავრაციის მაგალითს წარმოადგენს.
მისივე თქმით, ეს პროგრამები არა კონკურენტული სატენდერო დადგენილი წესით, არამედ ერთ პირთან მოლაპარაკების მეშვეობით ფინანსდება.
,,აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის მიმართულება იქცეს მსხვილ მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამად, რათა ასეთი სახის პროექტების განხილვა თანამედროვე პარამეტრებით შეფასებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს“,- განაცხადა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.