დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციების ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ და ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ წევრებმა საკრებულოში ბრიფინგი გამართეს, რომელზეც თბილისის მერს დავით ნარმანიას გადადგომისკენ მოუწოდეს.
ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, დედაქალაქის მერი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს და მერიის არაეფექტური მუშაობის გამო ათიათასობით გაჭირვებული ადამიანის ყოველდღიური არსებობა კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება.
ირაკლი აბესაძემ ბრიფინგზე უმუშევრობის პრობლემაზე, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასა და ათიათასობით ოჯახისთვის კომუნალური ვაუჩერის გაუქმების თაობაზე ისაუბრა და კრიტიკული მდგომარეობიდან ერთადერთ გამოსავალად ნარმანიას გადადგომა და დედაქალაქში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა დაასახელა.
,,შესაბამისად, მზად ვართ არჩევნების გზით ზემოაღნიშნული მძიმე მდგომარეობის დროულად, მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გამოსწორებასა და ქალაქის შემდგომ განვითარებაზე სრულად ავიღოთ პასუხისმგებლობა ’’,-განაცხადა დეპუტატმა.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016