თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ წევრმა მარიკა დათუკიშვილმა ბრიფინგი გამართა და დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტში განსახილველ ცვლილებებზე ისაუბრა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირებას, რომელიც ბავშვთა სამყაროს დაზარალებულთათვის ერთჯერადი დახმარების გაცემის მიზნით გახდა აუცილებელი, ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ მხარს დაუჭერს.
,,მერიის სარეზერვო ფონდს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაემატა, რომელიც "ბავშვთა სამყაროს’’ ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად იქნება მიმართული. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ფრაქცია ბიუჯეტში წარმოდგენილ ცვლილებებს მხარს დაუჭერს’’,-განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა და ხელისუფლებას გამოძიების დროული დასრულებისა და ზარალის სრული დათვლისკენ მოუწოდა.
,,ამ ეტაპზე კი, 345 მეწარმე ერთჯერადად 3 000 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებს’’-აღნიშნა საკრებულოს წევრმა.