საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრები 1989 წლის, 9 აპრილს დაზარალებულთათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან შეღავათებისა და ფულადი დახმარების დაწესებას მოითხოვენ. განცხადება ამის შესახებ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის წევრმა ლილე ლიპარტელიანმა გააკეთა.
მისი ინფორმაციით, ფრაქციის წევრებმა იმუშავეს 9 აპრილს დაზარალებულებთან და მათი პრობლემები და საჭიროებები შეისწავლეს.
ლიპარტელიანი განმარტავს, რომ ფრაქცია თბილისის მერიას მიმართავს წერილით, განხორციელდეს ცვლილებათა პაკეტი ქალაქის ბიუჯეტში, რომლებითაც 9 აპრილს დაზარალებულთათვის სპეციალური პროგრამების შემუშავდება.
„ამ პროგრამების ამოქმედებით უზრუნველყოფილი იქნება 9 აპრილს დაზარალებულთა ჯანრთელობის დაცვა, რაც მედიკამენტოზურ მკურნალობას და გამოკვლევას გულისხმობს, მათთვის ყოველთვიური მეორე სოციალური დახმარება - თვეში 100 ლარის ოდენობით და ასევე უფასო მგზავრობა მუნიციპალური ტრანსპორტით“, - განაცხადა ლიპარტელიანმა და აღნიშნა, რომ წერილი დედაქალაქის მერიაში დღეს გაიგზავნება.