თბილისის საკრებულოს ფრაქციის,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დედაქალაქის მერიის მიერ საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
დეპუტატის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტს თბილისის მერის კახი კალაძის მილანში, ლუქსემბურგსა და ვარშავაში გამგზავრება 14 000 ლარზე მეტი დაუჯდა.
,,შესაბამის დოკუმენტაციაში მითითიებულია, რომ კახა კალაძე მილანში პოტენციურ ინვესტორთან შესახვედრად იმყოფებოდა, თუმცა მისი ვინაობა არც ვიზიტამდე და არც ვიზიტის დასრულების შემდეგ არ კონკრეტდება’’,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა და აუდიტის სამსახურს სამივლინებო ხარჯების დეტალური შესწავლისკენ მოუწოდა.