ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოში დღეს ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის მიზნით, ერთი კონკრეტული კომპანიისათვის 50 მილიონი ლარის პირდაპირი გზით გადაცემის თაობაზე მერია საკრებულოსგან თანხმობას ითხოვს.
დეპუტატის თქმით, თბილისის მერის კახა კალაძის მიერ გამოცემული მთავრობის განკარგულებით, 50 მილიონი ლარი ერთ კონკრეტულ კომპანიას, რომლის სახელი ჯერჯერობით უცნობია, პირდაპირი განკარგვის გზით გადაეცემა.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, განკარგულება ხელმოსაწერად პრემიერ-მინისტრს უკვე გადაეგზავნა.
,,მივმართავ, გიორგი კვირიკაშვილს, რომ გადაწყვეტილებას, რომლითაც დედაქალაქის ბიუჯეტმა 5 მილიონი ლარით უკვე იზარალა, ხელი არ მოაწეროს’’,-განაცხადა ხაბეიშვილმა.