თბილისის საკრებულოში ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ საახალწლო განათებებისთვის ტენდერის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 3 მილიონი ლარი იტალიურ კომპანიას გამოუყო, რომელსაც საბანკო ანგარიშები მილანში აქვს.
,,გვაქვს ლეგიტიმური შეკითხვა, თუ როგორ მოხდა ამ კონკრეტული კომპანიის შერჩევა და საქმე კონკრეტულ კორუფციულ გარიგებასთან ხომ არ გვაქვს?’’ - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა და საგამოძიები უწყებებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.