ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, დღეს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლის საკითხს ეყრება კენჭი. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის განმარტებით, შეთანხმების მიხედვით, ოდიშარია სახელმწიფოს საკუთრებაში თაბორის მთაზე მდებარე 3 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ მიწას აძლევს, სანაცვლოდ კი მუხიანში თითქმის ათჯერ მეტი ფართობის ტერიტორიას მიიღებს.
„ ბექა ოდიშარია 212 ათას ლარად შეძენილ მიწის ნაკვეთში დღეს 5 მილიონ 600 ათას ლარის ქონებას იღებს. მე დღეს წარმოვადგენ აუქიციონებიდან მიღებულ დოკუმენტაციას, სადაც წერია, რომ კვ.მ მიწის ნაკვეთში ოდიშარიამ 20-დან 35ლარადე გადაიხადა. დღეს კი კალაძე ამბობს, რომ ოდიშარიას ქონება 1 კვ.მ 1700 ლარი ღირს,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილი საკრებულოს წევრებს მოუწოდებს აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირონ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პროკურატურას საკითხით დაინტერესებას სთხოვს.