თბილისის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გახშირებული ვირუსული ინფექციების ფონიდან გამომდინარე დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე ბრიფინგი გამართა.
მისი განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაზრდილია სასწრაფოს სამედიცინო ბრიგადების გამოძახებები, რის შედეგადაც კიდევ უფრო ნათელი გახდა სისტემაში არსებული ხარვეზები.
დეპუტატმა არსებულ საინფორმაციო ვაკუუმსა და შესაძლო ფატალურ შედეგებზეც ისაუბრა.
"სასწრაფოს გადაადგილებას პრობლემა აქვს, მედიკამენტი დედაქალაქის აფთიაქებში ფაქტობრივად არ მოიპოვება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას არც მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ. თბილისში სრული საინფორმაციო ვაკუუმია. ამიტომ ოპოზიცია ვითხოვთ, დედაქალაქის მერმა სასწრაფოდ შეწყვიტოს შვებულება, დაბრუნდეს დედაქალაქში და არსებული პრობლემების თაობაზე თბილისელებს პასუხი გასცეს’’,-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
დღესვე, ბრიფინგზე ხაბეიშვილმა იმ ოჯახებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარს არ აღემატება, უფასო ვაქცინაციის ჩატარება მოითხოვა.