თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგი გამართა და თბილისის მერიის მიერ უფასო სასადილოების მომსახურებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერზე ისაუბრა.
საკრებულოს წევრი ამბობს, რომ 11 დეკემბერს დასრულდა უფასო სასადილოების მომსახურებისთვის გამოცხადებული ტენდერი და თბილისის რამდენიმე რაიონში სასადილოების თითოეული ბენეფიციარის მომსახურება 1.18 ლარის ნაცვლად 1.17 ლარით განისაზღვრა, ხოლო გლდანის რაიონში ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თბილისის მერიას უფასო სასადილოების თითოეული ბენეფიციარის მომსახურება 1.13 ლარად შესთავაზა. ნაციონალური მოძრაობა კახა კალაძეს მოუწოდებს შეწყვიტოს უფასო სასადილოების ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაფორმება და სასადილოების დაფინანსება გაზარდოს.