თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგი გამართა.
როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, “ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დღემდე ელოდებიან რაიმე სახის დახმარებას.
დეპუტატის განცხადებით, იმ ფონზე, როცა მერია დაზარალებულებს თანხის არარსებობის გამო დახმარებაზე უარს ეუბნება, თბილისის საკრებულოში შედის წერილი, რაც დედაქალაქის ბიუჯეტის 17 მლნ. ლარით გაზრდას გულისხმობს.
ირაკლი ნადირაძე მერიას ინიციატივით მიმართავს და “ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 მლნ. ლარის გამოყოფას ითხოვს.