თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-თბილისი" თავმჯდომარემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა, რომელზეც დედაქალაქის მერიაში მიმდინარე საკადრო პოლიტიკაზე ისაუბრა.
ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, მერიაში მოვალეობის შემსრულებელად დანიშნულ მოხელეებს 3 თვიანი ვადა გუშინ ამოეწურათ, რის შემდეგაც, პროცედურულად, კონკურსის ჩატარება იყო გათვალისწინებული.
"ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ დაირღვა კანონით წინასწარ დადგენილი 3-თვიანი ვადა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ხალახალი გადანიშვნები არ მოხდა, მერიაში 500-მდე ადამიანი უმუშევარი დარჩება",-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016