თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განცხადება, დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ საბანკო კონკურსთან დაკავშირებით გააკეთა.
დეპუტატის განცხადებით, კონკურსი სუბიექტურია და ერთ-ერთ ბანკზე, სავარაუდოდ, ბანკ „ქართუ“-ზეა მორგებული.
ირაკლი აბესაძემ კონკურსის პირობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პირობების თანახმად, მცირდება თბილისის მერიის საბანკო ანგარიშებზე დასარიცხი პროცენტი, ხოლო მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები100%-იანი ოვერდრაფტითა და 300%-იანი კრედიტით ვერ ისარგებლებენ.
,,სამწუხაროდ, შერჩევის პირობები კომისიის სუბიექტურ ნებაზეა დამოკიდებული’’, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ ბრიფინგზე.