თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა-თბილისი’’ თავმჯდომარემ საკრებულოში ბრიფინგი გამართა და მერიის ყოფილი თანამშრომლისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით საფრანგეთში სწავლის მიზნით საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას გამოეხმაურა.
როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, სარეზერვო ფონდის განკარგვის თაობაზე გადაყვეტილებას დედაქალაქის მერი ერთპიროვნულად იღებს და შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით ზეპირი განმარტება დავით ნარმანიას პირადად უნდა გაეკეთებინა.
დეპუტატმა ბრიფინგზე დავით ნარმანიასა და ისანი-სამგორის რაიონის პროკურორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხზეც ისაუბრა.
ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, ისანი-სამგორის პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ის საქართველოს მთავარ პროკურორს წერილობით დღეს მიმართავს, მიზეზად კი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა დაასახელა.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016