დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ და ფრაქცია „ერთაინი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეებმა ირაკლი აბესაძემ და სევდია უგრეხელიძემ, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს.
მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა მერიიდან ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსის ჯოკია ბოდოკიას პირადი საქმის გარდა, ასევე აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილის დავით მედულაშვილისა და ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტის, თამაზ ცერცვაძის საქმეებიც გამოითხოვა.
„კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერიაში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან ძველი თანამშრომლების გათავისფლება იგეგმება, რაც ადასტურებს ჩვენს ვარაუდს, რომ ამით მათ შემდგომი კორუფციული ფაქტების დაფარვა სურთ.
ჩვენი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში, მერიის ზედამხედველობის სამსახურში მიმდინარე პროცესების მოკვლევა ჯგუფური დანაშაულის მიმართულებით მიმდინარეობს. ამიტომ, პირველ რიგში მოვითხოვთ, თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მერიის ზედამხედველობს სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე.
ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით გამოძიების მსვლელობას და არც იმას გამოვრიცხავთ, რომ აღნიშნულ საქმეში უფრო მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობაც გამოიკვეთოს“-განაცხადა ირაკლი აბესაძემ
როგორც სევდია უგრეხელიძემ აღნიშნა, მერიის ზედამხედველობს სამსახურის უფროსს გეგი ნიჟარაძეს, პარასკევს ფრაქციის სხდომაზე ელიან.
„სამწუხაროა, რომ იმ კორუფციულ სისტემაზე, რისი მომსწრენიც დღეს გვახდით, ჩვენ დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით. როდესაც თავის დროზე მერიის თანამშრომლებზე ზეწოლა და მუქარა დაიწყო, რეგაირება არავის მოუხდენია.
დღეს ჩვენ ვაყენებთ გეგი ნიჟარაძის პასუხისმგებლობის საკითხს და მიგვაჩნია, რომ თუ თბილისის მერისა და დედაქალაქის პოლიტიკური ელიტის მხიდან სიტუაციის სათანადო შეფასებას არ ექნება ადგილი, ეს ფაქტები კიდევ უფრო დამძიმდება და გაღრმავდება.
ამიტომ ვურჩევთ მათ, რომ ხელი აიღონ ძველი თანამშრომლების დევნაზე, რადან დარწმუნებული ვართ, რომ ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ შეეგუებიან უსამართლობას და სიმართლეს სააშკაროზე გამოიტანენ“-განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016