თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ საკრებულოში ბრიფინგი გამართეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები მერიას საატესტაციო გამოცდების გამჭვირვალედ ჩატარებისკენ მოუწოდებენ და მოსალოდნელი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად ვიდეო გადაღების უფლებას ითხოვენ.
"მოვუწოდებთ დავით ნარმანიას, კონკურსი რეალურად კონკურენტუნარიან გარემოში და იმ პირობების უზრუნველყოფით ჩატარდეს, რაც მის ობიექტურობას დაამტკიცებს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ნიკა მელიამ კი საზოგადოებას საატესტაციო კონკურსში დროულად დარეგისტრირებისაკენ მოუწოდა.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016