თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა-თბილისი" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ და ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წევრმა თამაზ შოშიაშვილმა საკრებულოში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
როგორც ირაკლი აბესაძემ განაცხადა, დედაქალაქის ბიუჯეტი 44 მილიონ 700 000 ლარით იზრდება და მისი მოცულობა 912 მილიონი ლარით განისაზღვრება.
მისივე თქმით, შიდა გადანაწილების გათვალისწინებებით, თბილისის ბიუჯეტში 50 მილიონზე მეტი ლარის ცვლილება შედის.
დეპუტატმა დღესვე 18 მილიონიანი სესხის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კეთილმოწყობის სამსახურის მიერ თანხების გონივრულად ხარჯვის შემთხვევაში, ამ სესხის აღების აუცილებლობა არ იქნებოდა.
"საგზაო მიმართულებებით, თბილისის მერიას 65 მილიონიანი ბიუჯეტი უკვე ჰქონდა. ეჭვს ბადებს თანხების ისეთი პროგრამებისთვის მოკლება, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის, იქნება ეს ბენათმესაკუთრებათა ამხანაგობებისა თუ გამწვანების პროგრამები’’,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
თამაზ შოშიაშვილის თქმით კი, კარგი იქნება, თუ სტიქიური უბედურების ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხების ნაწილი წარმომადგენლობითი და აღმასრულებითი ხელისუფლების ხარჯებისთვის გათვალისწინებული 88 მილიონი ლარიდან გამოიყოფა.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016