თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" წევრმა თემურ გრიგალაშვილმა ბრიფინგი გამართა.
დეპუტატმა მიმდინარე წლის მანძილზე რაიონული გამგეობების მიერ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას გამგეობებში ამ მიმართულებით არსებულ მგომარეობაზე მედიის საშუალებით ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდიან.
თემურ გრიგალაშვილმა დღეს კონკრეტულად დიდუბის გამგეობაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, შესწავლილი დოკუმენტაცია და გაფორმებული ხელშეკრულებები ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ეჭვს იწვევს, რადგან გამგეობამ სხვადასხვა კომპანიას ერთი და იგივე სამუშაოებზე სხვადასხვა ღირებულებების ხელშეკრულებები გაუფორმა.
"საკითხში გარკვევის მიზნით ობიექტურ გამოძიებას ვითხოვთ, ხოლო დედაქალაქის მერს კი ადეკვატური რეაგირებისკენ მოვუწოდებთ’’, - განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.