საკრებულოს უმცირესობის წევრი თემურ გრიგალაშვილი საკრებულოს სარევიზიო კომისიას პროცედურების დარღვევით მოქმედებაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებლის, ამჟამად ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხათუნა ბერძენიშვილის პერიოდში გაწეული ხარჯების შემოწმებას.
თემურ გრიგალაშვილის თქმით, სარევიზიო კომისიას ამ კუთხით გაკეთებული დასკვნები თავდაპირველად საკრებულოს კომისიის სხდომაზე უნდა წარედგინა, თუმცა ეს ასე არ მომხდარა და ანტიკორუფციულმა სამსახურმა საკითხის შესწავლა პროცედურების დარღვევით დაიწყო. მისივე თქმით, სარევიზიო კომისიის თანამშრომლების მხრიდან იკვეთება დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც გამოიხატება სამსახურეობრივ გულგრილობაში ან/და ფაქტების გაყალბების მცდელობაში. ამავდროულად გამოიკვეთა სარევიზიო კომისიის წევრების მხრიდან შერჩევითი სამართლის ფაქტები. ყოველივე ეს კი ნათლად ადასტურებს, რომ სარევიზიო კომისიის უმრავლესობა პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.