თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თბილისი" წევრმა თემურ გრიგალაშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა და დედაქალქის მუნიციპალიტეტის მერიაში საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რაიონულ გამგეობებსა და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ადგილი აქვს სამსახურეობრივ გულგრილობას. დეპუტატმა მაგალითისთვის საბურთალოს რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები მოიყვანა და ის დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, კეთილმოწყობის სამსახური, ხშირ შემთხვევაში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, ხელშეკრულებას იმ კომპანიებს უფორმებს, რომლებთანაც გარკვეული ინტერესი არსებობს.
თემურ გრიგალაშვილმა დედაქალაქის მერს რეაგირებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, საკითხით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.