თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წევრმა თემურ გრიგალაშვილმა ბრიფინგი გამართა.
დეპუტატმა თბილისის მერიის მიერ საგზაო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებზე ისაუბრა და მაგალითისთვის დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გამოცხადებული 2 ტენდერი მოიყვანა.
როგორც თემურ გრიგალაშვილმა აღნიშნა, ტენდერით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების მოცულობა ხელოვნურადაა გაზრდილი.
მისივე განცხადებით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, დედაქალაქის მერია საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს, რაც კორუფციული გარიგებების არსებობასთან დაკავშირებით ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს.