თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა ბრიფინგი გამართა. შოშიაშვილმა საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ მიღებულ დადგენილებაზე ისაუბრა.
დეპუტატმა ბრიფინგზე იმ ვადებზე გაამახვილა ყურადღება , რომლებშიც, ფინანსთა სამინისტროს დავალებით, სამინისტროებსა და თვითმმართველობებს, მათ შორის თბილისის თვითმმართველობას, ბიუჯეტის დეფიციტის მართვის მიზნით, საბიუჯეტო ცვლილებები უნდა წარმოედგინათ.
თამაზ შოშიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ხვალ, 24 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზე ქალაქის მერს დავით ნარმანიას ელოდებიან და იმედი გამოთქვა, რომ მერი ფრაქციის სხდომაზე მივა და ყველა კითხვას გასცემს პასუხს.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016