თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა ბრიფინგი გამართა. საკრებულოს დეპუტატმა თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილების შესახებ პროექტზე ისაუბრა.
შოშიაშვილმა თბილისის საკრებულოში, მერიიდან გადაგზავნილი დოკუმენტი გააკრიტიკა და საკრებულოს მიერ, ამ დოკუმენტისთვის მხარდაჭერის შემთხვევაში, შესაძლო უარყოფით შედეგებზე ყურადღება გაამახვილა.
აღინიშნა, რომ ეს დოკუმენტი დედქაალქის საკრებულოში ჯერ არ განხილულა.
„მთავრობამ და დავით ნარმანიამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დამტკიცებული ბიუჯეტიდან ამოიღონ მე–20 მუხლი, რომელიც თბილისის საკრებულოსთან პროექტების შეთანხმებას ეხება“, – განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა და აღნიშნა, რომ ამ ცვლილებით, არ არის გამორიცხული, მერიის მიერ პროექტების შეთანხმება თბილისის საკრებულოსთან კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის წევრმა „ იმედი გამოთქვა, რომ საკრებულო ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავს შეიკავებს.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016