დედაქალაქის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციების თავმჯდომარეებმა ბრიფინგი გამართეს.
"მიუხედავად თბილისის მერიაში ყოფნის მხოლოდ 5 თვიანი პერიოდისა, დავით ნარმანიამ და "ქართულმა ოცნებამ" უკვე შეძლეს მრავალი საეჭვო, კორუფციული გარიგების გაფორმება, რაც ზოგადად სახელმწიფოში არსებული ტენდენციის პირდაპირი გაგრძელებაა.
აღარაფერს ვამბობთ თბილისობის დღესასწაული აღნიშვნასთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებზე, რომელთა შესწავალა უკვე პროკურატურამ დაიწყო და ამჯერად საზოგადოების ყურადღება გვინდა მივაქციოთ უფრო მსხვილ კორუფციულ სამართლადრღვევებზე, რის შედეგადაც პირდაპირ ზარალდებიან თბილისელები. ამ მხრივ გამოსაყოფია საგზაო სამუშაოების წარმოებისას თბილისის მთავრობის მიერ გამოვლენილი კორუფციული ტენდენციურობა, არაპროფესიონალიზმი და უუნარობა.
თბილისის მერიაში მოსვლის შემდეგ თბილისის მთავრობამ საგზაო სამუშაოებზე ტენდერის გზით გააფორმა მხოლოდ 26 ხელშეკრულება (24 ტენდერი ხვადასხვა, მათ შორის სუბიექტური, მიზეზების გამო ჩაიშალა), ხოლო ერთ პირთან მოლაპარაკებით ანუ კონკურსის გარეშე 19 კონტრაქტი. ტენდერის (ანუ კონკურენტული ვაჭრობის გარეშე) გარეშე ხელშეკრულების გაფორმების გამო თბილისის ბიუჯეტიდან ზედმეტად გაიფლანგება 700 000 ლარამდე; ხელშეკრულებები ფორმდება ფირმებთან, რომლებსაც არანაირი გამოცდილება ასფალტის სამუშაოების წარმოების არ გააჩნიათ (მაგ: შპს "დაგი", რომელთანაც ნოემბრის დასაწყისში ჯამურადგაფორმდა 1 800 000-მდე ლარის ღირებულების ხელშეკრულება, საიდანაც 900 000 ლარამდე ავანსად მიიღო, ხოლო სამუშაოების დასრულება ფაქტიურად ვერ ხერხდება); ან ხელშეკრულებები პირდაპირ ფორმდება "ქართული ოცნების" თანამდებობის პირების კომპანიებთან (მაგ: შპს "ცეკური", რომლის მფლობელი უმრავლესობის დეპუტატი სერგო ხაბულიანია. ამ კოპანიასთან ტენდერის გარეშე გაფორმდა 4 კონტრაქტი, ჯამური ღირებულებით 2 150 000 ლარი, საიდანაც კომპანიამ ავანსად უკვე მიიღო, 1 071 000 ლარი); ხდება ტენდერში მონაწილე ფირმების დისკვალიფიკაცია, იმისათვის რომ გამარჯვებულად გამოვლიდეს მათთვის მისაღები კომპანია ან/და საერთოდ ტენდერის ჩაშლით ერთ პოირთან მოლპარაკებით გააფორმონ ხელშეკრულებები. შედეგად იფლაგება მილიონობით საბიუჯეტო სახსრები, არ სრულდება სამუშაოები, შესრულებული სამუშაოები არის უხარისხო (შპს "გრანდს“ კრწანისი გამგეობამ ტენდერის გარეშე გადუხადა 137 000 ლარი ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე ქვაფენილის მოსაწყობად, ისე, რომ ამ კომპანიას მსგავსი სამუშაოების წარმოების არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა, შედეგად დაგებული ქვაფენილი ვიზუალური დათვალიერებითაც კი ჩანს, რომ აბსოლუტურად უვარგისია), თუმცა ამაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერი ვერ გრძნობს. პასუხი ნათელია, თბილისის მერი, ისევე როგორს ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მერიაშიც აგრძელებს ზრუნვას მასთან და "ქართულ ოცნებასთან" მჭიდრო კავშირში მყოფი კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, ისე რომ შესასრულებელი სამუშაოები და მათი ხარისხი არავის აინტერესებს“,- განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ კი გუშინ მერიასა და გამგეობებში ჩატარებულ საჯარო მოხელეთა კონკურსზე ისაუბრა. სევდია უგრეხელიძის თქმით, ახალი ხელისუფლების მიერ დასაქმებული კადრების უმეტესობამ კობნკურსი ვერ გაიარა.
"ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მერიიდან და გამგეობებიდან 300-მდე ძველი თანამშრომელი გაათავისუფლეს და მათ ადგილას პარტიის აქტივისტები და ოჯახის წევრები მიიყვანეს. გუშინდელი ტესტირების შედეგად კი აღმოჩნდა, რომ ძველი კადრების ჩანაცვლება არაკვალიფიციური ადამიანებით მოხდა.
რაც ყველაზე სამწუხაროა ტესტირება ვერ გაიარეს მაღალი თანამდებობის პირებმა, გამგებლის მოადგილეებმა და სხვადასხვა სამსახურების უფროსებმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი ამ დროის მანილზე გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები იყვნენ არაკვალიფიციურნი და სწორედ ამიტომ არის ქალაქი პარალიზებული “,- განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016