,,ნაციონალური მოძრაობა’’ საკრებულოს სარევიზიო კომისიას პროცედურების დარღვევით მოქმედებაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება კრწანისის რაიონის ყოფილი გამგებლის, ამჟამად ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცისს ხელმძღვანელის ხათუნა ბერძენიშვილის პერიოდში გაწეული ხარჯების შემოწმებას.
აბესაძის მტკიცებით, სარევიზიო კომისიას ამ კუთხით გაკეთებული დასკვნები თავდაპირველად საკრებულოს კომისიის სხდომაზე უნდა წარედგინა, თუმცა ეს ასე არ მომხდარა და ანტიკორუფციულმა სამსახურმა საკითხის შესწავლა პროცედურის გარეშე დაიწყო.
,,სარევიზიო კომისიის სხდომაზე, რომლის წევრებიც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატებიც არიან, სამწუხაროდ, შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გამოთქმის საშუალება არ მოგვეცა, რადგან მასალები პროცედურების დარღვევით სამრთალდამცავ ორგანებში გადაიგზავნა’’,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ და სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას გაუსვა ხაზი.
ფრაქციის ,,ნაციონალური მოძრაობა- თბილისი’’, ამავდროულად სარევიზიო კომისიის წევრმა თემურ გრიგალაშვილმა კი ხათუნა ბერძენიშვილთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედებები არასამთავრობო ორგანოებზე ზეწოლად შეაფასა.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
თებერვალი 28,2017საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს
თებერვალი 22,2017სევდია უგრეხელიძემ და ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
ნოემბერი 25,2016