თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციების ,,ნაციონალური მოძრაობა -თბილისი'' და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' გაერთიანებულ სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
თბილისის გზებზე არსებული ვითარება, შეჩერებული პროექტები და კომპანიები, რომლებიც სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებენ-ეს ის მთავრი შეკითხვებია, რომლებიც საკრებულოს წევრებმა გივი კუბლაშვილს დაუსვეს.
ოპონენტებმა დედაქალაქის მერია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს და ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების გამოცდილებაზე ისაუბრეს.
სხდომაზე დეპუტატებმა შეკითხვები ავარიული შენობების გამაგრების მიმართულებითაც დასვეს და აღნიშნეს, რომ სამუშაოების მწარმოებელი კომპანიების ნაწილი უცხოეთშია დაფუძნებული და მათ შესამაბისი სამუშაოების ჩატარების გამოცდილება არ გააჩნიათ.
გივი კუბლაშვილმა შეკითხებს დეტალურად უპასუხა და დედაქალაქში მიმდინარე კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
მისი განცხადებით, კომპანიებს, რომლებმაც მათზე დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულეს, საჯარიმო სანქციები დაეკისრათ, ხოლო რიგ ობიექტებზე სამუშაოების დაგვიანება გაუთვალისწინებელმა მიწისქვეშა საკომუნიკაციო პრობლემებმა გამოიწვია.
გივი კუბლაშვილმა დღესვე სამომავლო პროექტებსა და გეგმებზე ისაუბრა და ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.