დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომა გაიმართა, რომელზეც საკრებულოს წევრებმა თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
სხდომას, რომელზეც შეხვედრის მონაწილეებმა დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს, ფრაქციის თავმჯდომარე რიმა ბერაძე უძღვებოდა. ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ სხდომაზე, რომელიც დისკუსიის ფორმატში წარიმართა, დეპუტატებმა საკუთარი ხედვები, წინადადებები და შენიშვნები წარმოადგინეს. საკრებულოს მაჟორიტარმა წევრებმა კი სამაჟორიტარო ოლქებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ყურადღება კონკრეტულ პრიორიტეტებზე გაამახვილეს.
დედაქალაქის საკრებულო 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს საკუთარი შენიშვნებითა და წინადადებებით თბილისის მერიას 25 ნოემბერამდე დაუბრუნებს.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023