საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ და მისი თავმჯდომარის რიმა ბერაძის ინიციატივით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო სკოლების წარჩინებულ და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს უმასპინძლეს.
IX –XI კლასის 41 მოსწავლე მათ პედაგოგებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ და საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ მიიღეს.
საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გამართულ შეხვედრაზე საკრებულოს წევრებმა მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს, მათ ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, საკრებულოს საქმიანობა გააცნეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ამის შემდეგ, მოსწავლეებმა საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები საქართველოს პარლამენტისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობებს დაათვალიერებენ, ასევე სწრაფი კვების რესტორნების ქსელს „მაკდონალდსი“ და გასართობ კომპლექსს „ჯინო ფერედაისი“ ესტუმრებიან.
აღნიშნული ღონისძიებები პროექტის „სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობისთვის“ ფარგლებში რიმა ბერაძის მხარდაჭერით და ორგანიზაცია „ქალთა თანადგომით“ ხორციელდება.
რევაზ სოხაძე: „ მუნიციპალიტეტი გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“
აგვისტო 16,2024ოთარ გრიგოლიამ საკრებულოში სტუდენტური პარლამენტის წევრებს უმასპინძლა
დეკემბერი 27,2023ოთარ გრიგოლია: „პროექტები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია თბილისელებზე და იმ საჭიროებებზე, რომელიც თბილისს აქვს“
დეკემბერი 19,2023